ვებ გვერდის საშუალებით
თქვენ უკვე შეგიძლიათ შექმნათ საკუთარი ანგარიში და გამოაქვეყნოთ ვაკანსია მარტივად, გადაიხადოთ განცხადების საფასური ონლაინ ან ჩამოტვირთოთ ინვოისი საბანკო გადარიცხვისთვის.
ელ.ფოსტის საშუალებით
გამოგვიგზავნეთ ვაკანსიის ტექსტი ელ-ფოსტაზე - info@jobs.ge და თქვენი განცხადება დღის მანძილზე განთავსდება ჩვენს ვებ-გვერდზე.
ინსტრუქცია
"ჯობს.ჯი"-ს განახლებული ვებ-გვერდის მეშვეობით, თქვენ უკვე შეგიძლიათ თავად შექმნათ, დაარედაქტიროთ, განაახლოთ და დააპაუზოთ თქვენი განცხადებები თქვენივე პროფილიდან!
შექმენი ორგანიზაციის პროფილი
დაიწყეთ თქვენი კომპანიის ვაკანსიების მართვა ორგანიზაციის პროფილის შექმნით. გაიარეთ რეგისტრაცია და ავტორიზაციის შემდგომ, დააჭირეთ ღილაკს "კომპანიის დამატება", ორგანიზაციის რეკვიზიტებისა და ყველა აუცილებელი ველის შევსების შემდეგ, თქვენი ორგანიზაცია დაემატება და შეგეძლებათ გამოაქვეყნოთ ვაკანსია ჩვენს პორტალზე.

გამოაქვეყნე განცხადება
დაიწყეთ განცხადების გამოქვეყნება თქვენთვის სასურველი განცხადების ტიპის და შესაბამისი ტარიფის არჩევით. შეავსეთ ვაკანსიის გამოსაქვეყნებლად საჭირო ყველა აუცილებელი ველი და გადაინაცვლეთ გადახდის ეტაპზე.

გადაიხადეთ თანხა მარტივად
განცხადების განთავსების ღირებულების გადახდა შესაძლებელია ონლაინ გადახდით ან ინვოისის საფუძველზე, საბანკო გადარიცხვის მეშვეობით.

სხვა განთავსების მეთოდები
ონლაინ ფორმა
იმისთვის, რომ განცხადება ოპერატიულად განათავსოთ, მიჰყევით ბმულს: https://bit.ly/postjobsge ან გამოგზავნეთ თქვენი განცხადების ტექსტი მისამართზე: publish@jobs.ge ან info@jobs.ge
*განცხადებები, რომლებშიც არ არის მითითებული განაცხადის შემოტანის საბოლოო ვადა, ავტომატურად ქვეყნდება 1 თვის ვადით.
ანგარიშსწორება
ანგარიშსწორება ხდება საბანკო გადარიცხვით ჩვენი კომპანიის ანგარიშზე:
თიბისი ბანკის ცენტრალური ფილიალი კოდი: 220101830
ანგარიშის #: GE23TB0600000107467123 მიმღები: შპს "ჯობს.გე"
ჩვენი საიდენტიფიკაციო კოდია 205035282.
ანგარიშსწორება ხდება კლიენტის მიერ შესაბამისი ინვოისის მიღებიდან 7 კალენდარული დღის განმავლობაში. გამონაკლისები განიხილება კონკრეტულ შემთხვევებში.
რატომ Jobs.ge
თუ თქვენ ჯერ კიდევ არ ხართ დარწმუნებული, რომ ჯობს.გე თქვენი განცხადების გავრცელების საუკეთესო გზაა, გაეცანით შემდეგ ფაქტებს:
Jobs.ge 1998 წლიდან
ჯობს.გე ყველაზე ძველი და გამოცდილი დასაქმების საიტია საქართველოში: მისი პირველი ვარიანტი 1998 წელს შეიქმნა.
ტოპ 10
წლების განმავლობაში, ჯობს.გე ირიცხებოდა საქართველოს ყველაზე პოპულარულ საიტთა ათეულში.
დღეში 300-მდე ახალი ვაკანსია
ჯობს.გე-ს ყოველდღიურად 200-დან 300-მდე ახალი განცხადება ემატება.
სანდო პარტნიორი
ჯობს.გე ღირსეული და სანდო პარტნიორის რეპუტაციით სარგებლობს კლიენტებში, რომელთა შორის არიან საერთაშორისო ორგანიზაციები და კომპანიები, საელჩოები და დიპლომატიური მისიები, სახელმწიფო დაწესებულებები, ადგილობრივი კომპანიები და არასამთავრობო ორგანიზაციები.
მარტივი ანგარიშსწორება
ჯობს.გე მომხმარებელს სთავაზობს თანხის გადახდის ორ ფორმას: ონლაინ გადახდას საბანკო ბარათის მეშვეობით ან საბანკო გადარიცხვას ინვოისის საფუძველზე.
სოციალური პასუხისმგებობა
სოციალური პასუხისმგებლობის ფარგლებში, ჯობს.გე უფასოდ უწევს მომსახურებას ბავშვთა საკითხებზე მომუშავე ადგილობრივ არასამთავრობო ორგანიზაციებს. დამატებით, 20% ფასდაკლება ვრცელდება ყველა ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციის განცხადებებზე და უფასო ტრეინინგების/სემინარების და სტიპენდიების პროგრამების შესახებ ინფორმაციის განთავსებაზე.
გამოაქვეყნე ვაკანსია მარტივად!